Thursday, May 20, 2010

ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრება

ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრება
ტაო-კლარჯეთის მიწამ შემოგვინახა როგორც საეკლესიო, ასევე საერთო არქიტექტურის ნიმუშები. ესაა ურიცხვი საფორტიფიკაციო ნაგებობა, ციხესიმაგრე თუ კოშკი, სასახლეები სა ხიდები, განსაკუთრებული მრავალრიცხოვნებითა და ორიგინალურობით კი მინც საკულტო, საეკლესიო არქიტექტურა გამოირჩევა. თვალშესაცემად მრავალპეროვანი საეკლესიო არქიტექტურა თიტქმის ყველა ტიპი ეკლესიისა, რომელიც კი სქართველოსი შენდებოდა, ტაო-კლარჯეთში განუმეორებელი და ორიგინალური ნიმუშებითაა წარმოდგენილი. აქაური არქიტექრურაცა და მისი შემამკობელი რელიეფი თუ კედლის მხატვრობა შუა საუკუნეების ქარტული ხელოვნების განვითარების განუყოპელ ნაწილს წარმოადგენს.
ტაო-კლარჯეთის ხურითმოძღვრული სკოლის აღმავლობა მე-9 საუკუნიდაბ იწყება და განვითარების მწვერვალს იგი10-ე საუკუნის მეორე ნახევარში, ოშკის კატედრალის სახით აღწევს. სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება ძეგლთა უმრავლესობა. მე-13 მე-14 საუკუნეებით თარიღდება სამრეკლოების მშენებლობა; ოპიზა, ხანძთა და ვაჩერიო. ერთადერთი ჩვენთვის ცნობილი გვიანდელი ბაგებობაა მამაწმინდის ეკლესია.
ტაო-კლარჯეთის არქიტექტურული სკოლისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელი ნიშნებია- მასიური დეკკორიზტ შემკული სვეტის ბაზისები, ფეოდალთა დასაბრძანებელი სატახტე ნიშები სვეტებში. აქვე უნდა აღინიშნოს,რომ ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრული ძეგლებისთვის მეტი სისადავე და უბრალობა იყო დამახასიათებელი, მაგრამ ერუშეთის, შავშეთისა და განსაკუთრებით ტაოს არქიტექტურული ძეგლები ზედმიწევნით რეპრეზენტატულობით და თვალშესაცემი .ბრწყინვალებით გამოირჩევა.
საგულისხმოა, რომ ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძგვრული სკოლის ოსტატების მიერ აგებული გუმბათები ყველაზე მყარი აღმოჩნდა, ვინაიდან, მიუხედავად ისტორიული კატაკლიზმებისა, სწორედ აქ, ამ რეგიონის ძეგლები ინარჩუნებდა გუმბათის ორიგინალურ თავდაპირველ სახეს. მე-10 საუკუნის ბოლოს ტაო-კლარჯეთსი შენდება ყველაზე დიდი და გრანდიოზული ბაზილიკები, მაშინ, როცა ინტერესები ამ თემისადმი დანარჩენ საქართველოსი სრულად აგნადგურდა.

დიდი წვლილი მიუძღვის ამ მახარეს, როგორც ქვაზე კვეთილი რელიეფის, ასევე ლითონმქანდაკებლობის განვითარებაშიც. ახალ ფორმათა ძიება და ინოვაციური პროგრესი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ტაო-კლარჯეთის კულტურული დიდი წვლილი მიუძღვის ამ მახარეს, როგორც ქვაზე კვეთილი რელიეფის, ასევე ლითონმქანდაკებლობის განვითარებაშიც. ახალ ფორმათა ძიება და ინოვაციური პროგრესი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ტაო-კლარჯეთის კულტურული სკოლებისთვის.

ტაო-კლარჯეთში გავრცელებულია ტაძრის გუმბათოვანი და ჯვარგუმბათოვანი ფორმები. შემორჩენილია გუმბათოვანი ტაძრის რამდენიმე ტიპი:
1) კუპელჰალე წყაროსთავი.
წყაროსთავი წარმოადგენდა VI საუკუნის ბაზილიკას, რომელიც X საუკუნის შუა ხანებში ან II ნახევარში გადაკეთდა გუმბათოვან ტაძრად. გეგმაში დასავლეთ ნაწილში ოთხკუთხა და რვაკუთხა (დასავლეთი წყვილი) ბოძების 3 ჭყვილით დაყოფილი 3 ნავი ჯქონდა. აღმოსავლეთ ნაწილში 3 მკლავი იყო. აქედან აღმოსავლეთ მკლავს საკურთხევლის აფსიდით დასრულებული ღრმა ბემა ჰქონდა. სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავები უაფსიდო იყო. სამივე მკლავი გუმბათქვეშა კვადრატს ეკვროდა. საკურთხევლის ორივე მხარეს გეგმით მართკუთხა სათავსები იყო, ხოლო სამხრეთით და დასავლეთით - თაღებით გახსნილი გალერეა. მთელი ტაძარი შემოსილი იყო სწორ რიგებად ნაწყობი, სუფთად გათლილი მსხვილი კვადრებით. რვაწახნაგა გუმბათის ყელში გაჭრილ 4 სარკმელს გარედან შეწყვილებულ სვეტებზე ამოყვანილი თაღედი ამკობდა

2) ტრიქონი-ოშკი

ტაძარი ნაგებია მოყვითალო-წითელი, წმიდად თლილი ქვით და, მიუხედავად საგრძნობი დაზიანებისა, დღესაც აოცებს მნახველს სიდიადით, სიმაღლითა და ყველა ნაწილის პროპორციულობით, ქანდაკოვანი დეკორითა და სხვადასხვაგვარი პოლიქრომული სამკაულით. სიდიდისა და ქანდაკოვანი სამკაულის მხრივ ეს ტაძარი ტაოში მეორეა ბანას მრგვალი ტაძრის შემდეგ. ოშკი ცენტრალურ-გუმბათოვანი და სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ტაძრების ნაზავია. იგი იმეორებს იშხნის გეგმას, თუმცა მასზე მასშტაბურია და წაგრძელებული ფორმა აქვს. გუმბათოვანი ტაძარი სივრცეში ჯვრის ფორმას ქმნის. ტაძარი აგებულია ოთხ სვეტზე, რომელსაც გუმბათი ეყრდნობა. ოშკის სიგრძე 38,5 მეტრია, სიგანე - 36 მეტრი, სიმაღლე 40 მეტრი და ქართულ ტაძრებს შორის იგი ერთ-ერთი უდიდესია.


ტაძრის შიდა კედლები 1036 წელს საუცხოო ფრესკებით მოუხატავთ, მაგრამ საუცხოო ფრესკებით მოუხატავთ, მაგრამ მათგან მცირე რამ შემორჩენილა და ისიც დაზიანებულია. გარეთა კედლები დაფარულია მრავალრიცხოვანი ასომთავრული, მეტწილად წითელფერადოვანი წარწერებით, რომელთაგან 15 წარწერა იკითხება. ისინი ძვირფას ცნობებს გვაწვდიან ტაძრის მშენებლებისა და სხვა ისტორიულ პირთა შესახებ.

ტაძარს ადრე ოთხი კარი ჰქონია. მთავარ კართან არის ასევე წითელ ფერში შესრულებული ასომთავარული წარწერა, რომელშიც ნახსენები არიან ადარნასე კურაპალატი და მისი შვილები ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი და დავით კურაპალატი.

3) ტეტრაქონი-ბანა

„სუმბათ დავითის ძე წერს: „ადარნასე ძე დავით კურაპალატისა (881-923) დასვეს ქართველთა მეფედ... და ამან... აღაშენა ბანა ხელითა კვირიკე ბანელისათა, რომელი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანად“.

ამ ცნობის მიხედვით ბანა მეცხრე საუკუნის ბოლოსა და მეათე საუკუნის დასაწყისში აშენდა. თუმცა ტაძრის სტილისტიკური ანალიზით მეცნიერები ასკვნიან, რომ ტაძარი მეშვიდე საუკუნეზე გვიანდელი ვერ იქნებოდა, რადგან მას ტეტრაკონქის ფორმა აქვს, რომელიც მეშვიდე საუკუნის შემდეგ აღარ გვხვდება. „ადარნასე ალბათ ტაძრის ხელმეორედ მაშენებელი იყო“, - ვარაუდობს ზოგიერთი მეცნიერი.

ტაძარი აგებულია მრგვალ ბორცვზე. ამ ადგილას თითქოს ცა და მიწა ერთიანდება. ბანა მრგვალად აღიქმებოდა, თუმცა რეალურად მრავალწახნაგა იყო. სამსართულიანი და რთული კომპზოციის ტაძარი ეკლესიისგან და მრგვალი გალერეისგან შედგებოდა. ძველად კი გარედან შემოსაზღვრული იყო ქვის გალავნით. ეკლესია ბერძნულ ჯვარს - ტეტრაკონქს წარმოადგენს. პირველი სართული თავიდან 28 წახნაგა იყო და იგი მოგვიანებით გადააკეთეს. სავარაუდოდ, მეთექვსმეტე საუკუნეში, თურქების შემოსევის დროს, ბანა ციხე-სიმაგრედ აქციეს.

4) ექვსსაფსიდიანი-გოგიუბა/გოგუბანი

გოგიუბის სახელით ცნობილი ეკლესია რომელიც 1902 წელს ექ.თაყაიშვილმა არმოაჩინა და შეისწავლა ისტორიულ ერუშეთში, არდაჰანთან ახლოს.ეს იყო ექვსსაფსიდიანი გუმბათიანი ეკლესია. გუმბათის ყელი ექვსი მკლავის შესაბამისად ექვსწახნაგაა, თითო_თითო სარკმლით ყოველ წახნაგში. კარგად გათლილი ქვით იყო მოპირკეთებული, როგორც გარედან ასევე შიგნიდან.

ექ.თაყაიშვილის არწერილობით ინტერიერში აღმოსავლეთით-ჯვრის, დასავლეთით-ვარსკვლავის, ჩრდილოეთით კი ნახევარმთვარის რელიეფი იყო გამისახული. ამგვარი კომპოზიცია უნიკალურია და მას ქართულ ქრისტიანულ ხელოვნებაში ანალოგი არ მოეპოვება. ეკლესია მე-10 საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება.

5)რვამკლავა-ტბეთი

ტბეის ტაძარი მე-10 საუკუნის არული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია. იგი დიდი ზომის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. თავისი ხუროთმოძღვრული ფორმებით, მოთულობით, ორნამენტული დეკორით და მაღაკლმხატვრული ფრესკული მხატვრობით დიდებულ სანახაობას წარმოადგენდა.

1961 წელს გუმბატი მთლიანად ჩაენგრა, დაინგრა ტაძრის ჩრ. დასავლეთ მკლავი და თაღი. ნგრევა გამოწვევია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტაძრის ქვების სამშენებლო მიზნით გაზიდვას.

ტბეთის ეპარქიასი მდებარეობდა წმ. გრიგოლ ხანძთელის (758-861) და მისი მოწაფეების მიერ დაარსებული ოსი, ხანძთა და გუნათლე

ჯვარ-გუმბათოვანი

1) შატბერდი

როცა აშოტ კურაპალატმა გრიგოლ ხანძთელისგან ხანძთის ქება მოისმინა „შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა“.

„და რაჟამს მივიდა ნეტარი მამაი გრიგოლ შატბერდს, მაშინ ცრემლითა მისითა მდინარითა ირწყვებოდა ადგილი იგი“, - მოგვითხრობს გიორგი მერჩულე.

აშოტის შემდეგ, კურაპალოტობა მისმა ძემ - ბაგრატმა მიიღო. გრიგოლს მისთვის უთხოვია შატბერდში - ხანძთისთვის შეწირულ აგარაკზე მონასტრის აშენება. ის დათანხმდა და „მისცა ყოველივე სახმარი საშენებლად“, ე.ი. შატბერდი პირველად ბაგრატ პირველის მეფობის დროს, 836 წელს აშენდა.

შატბერდი საგანმანათლებლო კერად იქცა. აქ გადაიწერა სახარება და შატბერდის კრებული, რომელიც იმ დროს სასწავლო წიგნად ითვლებოდა, რადგან შეიცავდა საღვთისმეტყველო, საბუნებისმეტყველო, ფილოსოფიურ თხზულებებს, საქართველოს ისტორიას (მოქცევაი ქართლისაი).

დ.ხოშტარიამ შატბერდის მდ. არტანუჯის ხეობასი მდებარე სამეცნიერო ლიტერატუარაში" ენი-რაბათის" სახელით ცნობილ ეკლესიას გაუიგივა. იგი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა ჯვრული ტაო-კლარჯული ეკლესიის ერთ-ერთი კლასიკური ნიმუშია. დაზიანებულია ეკლესიის კონქი. და სამხრეთი მკლავის კამარა, ნაწილობრივ გაძარცვულია მისი სფაასადო წყობაც.


დღეს შატბერდის ტაძარი მეტად მძიმე მდგომარეობაშია. მოსაპირკეთებელი ქვების დიდი ნაწილი ჩამოცვენილია. ჩუქურთმები - დაზიანებული. გუმბათიდან წვიმა ჩამოდის, საკურთხევლის ქვედა ნაწილი მორღვეულია და საქონლის სტუმრობისგან მას მხოლოდ ხის ტოტები იცავს.


2) დოლისყანა

დოლისყანა X საუკუნის ძეგლია, რომელშიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მეჩეთი იყო. მეჩეთი 1998 წელს გაუუქმებიათ, რის შემდეგ ზოგიერთი დოლისყანელი თურმე ტაძრის დანგრევას აპირებდა, მაგრამ ამის უფლება მათთვის არ მიუცია დოლისყანის იმამს, წარმოშობით ოპიზელ ქართველს ენგინ იითის. ტაო-კლარჯეთის ძეგლებს შორის დოლისყანის ეკლესია ერთ-ერთია, რომელიც ჟამთა თუ ადამიანთა სიავეს გადაურჩა.

თ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ძეგლია. მისი სამხრეთ ფასადის სარკმლის ბარელიეფები გამორჩეულია, სადააც გამოსახული დავითის ვარსკვლავი ბაგრატიონების წმიდა მეფესთან კავშირზე მიუთითებს

დოლისყანა მდებარებს მდ.იმერხევის ხეობაში. გიორგი მერჩულეს ცნობით აქ ეკლესია აშენდა წმ. გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დროს. როგორც პასადზე განთავსებული სამშენებლო წარწერებინ გვამცნობს ეს ტაძარი მეფე სუმბატის მეფობის ხანაში აშენებულა(954-958) დოლის ყანის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობის, ტაო-კლარჯეთში ფართოდ გავრცელებული ვარიაციაა. დოლისყანის პასადები გამოირჩევა სკულფტურული რელიეფების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით.


No comments:

Post a Comment